მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ვალუტის კურსი
22.05.24 17:02
2965

22 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.15 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7259 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.93 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9546 ლარი გახდა.

0.03 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4684 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.47 თეთრი შეადგინა.

16 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესარბილებლად 60 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2024 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები