გასულ სამუშაო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.42 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7118 ლარია. ევროსთან კი ლარი კვირის განმავლობაში 1.85 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.1568 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 3.12 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.6460 ლარი გახდა.
არსებული მდგომარეობით, ცნობილია ივნისის რამდენიმე მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც მათ შორის გაცვლითი კურსის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. ივნისში ექსპორტი წლიურად 10%-ით, 640 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი კი 1%-ით, 1.37 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ფულადი გზავნილების მოცულობა კი 12%-ით, 315 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ასევე ცნობილია, რომ ივნისში საქართველოს სავალუტო რეზერვები 4.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
გასული თვის სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯერჯერობით ცნობილი არაა.
გასული კვირის სავალუტო ცვლილება:
| ვალუტა | გაცვლითი კურსი ლარებში | გამყარება/გაუფასურება თეთრებში |
| 1 დოლარი | 2.7118 ლარი; | 0.42 თეთრი; |
| 1 ევრო | 3.1568 ლარი; | 1.85 თეთრი; |
| 1 გირვანქა სტერლინგი | 3.6460 ლარი; | 3.12 თეთრი; |
| 1 ლირა | 0.0672 ლარი; | 0.04 თეთრი; |
| 100 რუსული რუბლი | 3.4534 ლარი; | 2.59 თეთრი; |
| 1000 სომხური დრამი | 7.0675 ლარი; | -0.38 თეთრი; |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.5946 ლარი; | 0.27 თეთრი; |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6493 ლარი; | 0.06 თეთრი; |
| 100 იაპონური იენი | 1.8253 ლარი; | 2.48 თეთრი; |
| 10 ჩინური იუანი | 3.7782 ლარი; | 1.09 თეთრი. |




























