მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

62138e41200aa
BM.GE
21.02.22 17:03
5478
21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.22 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3821 ლარი გახდა. 

0.32-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.0578 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.01 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 21.83 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 თებერვლიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები