მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

623dbeb2059e9
BM.GE
25.03.22 17:05
819
25 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.38 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2234 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 0.75 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5486 ლარი გახდა.

2.24-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.2481 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.06 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 21.73 თეთრი გახდა.

გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის და სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდებისთვის სავალუტო აუქციონი განახორციელა და $39.6 მილიონი გაყიდა. აუქციონზე გასაყიდად $50 მილიონი დოლარი იყო გამოტანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები