მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

625d62e31d117
BM.GE
18.04.22 17:06
3172
18 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.93 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0613 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.37 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3053 ლარი გახდა.

2.63-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 3.9873 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.08 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 20.90 თეთრი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები