მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

62751cfa7c392
BM.GE
06.05.22 17:02
2972
6 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.80 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0318 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 0.88 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2110 ლარი გახდა.

5.43-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 3.7506 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.16 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 20.29 თეთრი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები