მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

62daa15506378
BM.GE
22.07.22 17:06
8451
22 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7986 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 1.11 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8456 ლარი გახდა.

1.16-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.3429 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.10 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.76 თეთრი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები