26 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.31 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7886 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 2.52 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8282 ლარი გახდა.
1.65-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.3441 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.02 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.63 თეთრი გახდა.