4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.88 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7244 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 0.06 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7775 ლარი გახდა.
0.83-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3216 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.05 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.16 თეთრი გახდა.




























