16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8261 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.26 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8204 ლარი გახდა.
3.14-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2218 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 15.46 თეთრი შეადგინა.



























