22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.54 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8372 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.81 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8037 ლარი გახდა.
0.72-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.218 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 15.45 თეთრი შეადგინა.




























