6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.44 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.44 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8287 ლარი გახდა.
2.69-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2779 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.46 თეთრი შეადგინა.