24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6325 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.40 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7889 ლარი გახდა.
0.79 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1629 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 13.94 თეთრი ლარი შეადგინა.