მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

649c313378ae7
BM.GE
28.06.23 17:02
6186
28 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.65 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6220 გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი 0.47 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8727 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 1.43 თეთრით გამყარდა და ახალი კურსი 3.3326 შეადგენს.

ერთი ლირა კი 10.07 თეთრი ღირს.