31 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.91 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2688 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.79 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9843 ლარი გახდა.
დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.18 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3842 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.42 თეთრით შემცირდა და 4.6329 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 ივნისიდან შევა ძალაში.
2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.




























