მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

61361186d790c
BM.GE
06.09.21 17:00
628
6 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.64 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1132 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.04 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6929 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.45 თეთრით შემცირდა და  4.3071 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 სექტემბრიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები