საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონი ჩაატარა - მათ $60 მილიონი გაყიდეს. აუქციონის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
დოლართან კურსის ცვლილებამ 0.18 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1189 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.52 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6098 ლარი გახდა.
ეს 2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო, ბოლო აუქციონი სებ-მა 3 აგვისტოს გამართა, რა დროსაც $30 მილიონი გაყიდა. ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 ოქტომბრიდან შევა ძალაში.