მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

6411c2e6c6101
BM.GE
21.09.23 17:02
10033

21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. დღესვე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 50 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 37.1 მილიონი აითვისა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.06 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8637 ლარი გახდა.

0.04 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3067 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 9.95 თეთრი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები