მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

დოლარი ლარი
BM. GE
02.11.23 17:07
101

2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.3 თეთრით გაუფასურდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7152 გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი 2.15 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8865 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 1.34 თეთრით გაუფასურდა და ახალი კურსი 3.3098 შეადგენს.

ერთი ლირა კი 9.58 თეთრი ღირს.