3 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6800 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.14 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8912 ლარი გახდა.
0.67 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3751 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.39 თეთრი შეადგინა.