23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 0.46 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8128 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.62 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9236 ლარი გახდა.
1.56 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5289 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.99 თეთრი შეადგინა.