28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 5.14 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2054 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 6.04 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5859 ლარი გახდა.
7.17-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.2911 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 23.16 თეთრი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 მარტიდან შევა ძალაში.




























