მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

62a1eff741b8f
BM.GE
09.06.22 17:02
1230
9 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.53 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9687 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 0.48 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1833 ლარი გახდა.

0.67-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 3.7219 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.05 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 17.24 თეთრი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები