მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

6310adbcc5b1e
BM.GE
01.09.22 16:58
8527
1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.34 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9036 ლარი გახდა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.39 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9074 ლარი გახდა.

1.23-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.3574 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქულ ლირასთან გაუფასურება 0.01 თეთრი იყო, შედეგად ახალი კურსი  15.95 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები