მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

64be7647a322f
BM.GE
24.07.23 17:00
7638
24 ივლისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 2.32 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6003 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 1.64 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8837 ლარი გახდა.

2.74 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3385 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 9.65 თეთრი შეადგინა.