11 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.60 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0261 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 0.43 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1934 ლარი გახდა.
0.72-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 3.7387 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.15 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 19.74 თეთრი გახდა.




























