გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი ფაქტობრივად ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. აშშ დოლართან კურსის ვარდნამ 4 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.74 ლარი გახდა, რაც ბოლო 4 თვის მაქსიმალური მაჩვენებელია. ასევე ევროსთან ლარი 5.55 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 2.33 ლარს გადააჭარბა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 4 თეთრიანი გაუფასურება დადგა (კურსი 3.70 ლარი); ლარი ასევე გაუფასურდა თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან, ასევე აზიურ ვალუტებთან - იაპონურ იენთან და ჩინურ იუანთან.
ჯერჯერობით გაუფასურების მაკროეკონომიკური მიზეზების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. ამ დროისთვის ცნობილია გასული თვის რამდენიმე მაკროეკონომიკური პარამეტრი, კერძოდ აგვისტოში ექსპორტი 603 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. ასევე ცნობილია ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რომელიც აგვისტოში 321 მილიონ დოლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 10.7%-ით არის გაზრდილი.
სხვა ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ლარზე პირდაპირ გავლენას ახდენს ჯერჯერობით უცნობია.
| ვალუტა | კურსი (ლარი) | გამყარება/გაუფასურება თეთრი |
| 1 აშშ დოლარი | 2.7405 ლარი; | -4.03 თეთრი; |
| 1 ევრო | 3.2234 ლარი; | -5.55 თეთრი; |
| 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.7010 ლარი; | -4.11 თეთრი; |
| 100 რუსული რუბლი | 3.2784 ლარი; | -6.70 თეთრი; |
| 1 თურქული ლირა | 0.0662 ლარი; | -0.09 თეთრი; |
| 1000 სომხური დრამი | 7.1535 ლარი; | -10.5 თეთრი; |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6115 ლარი; | -2.37 თეთრი; |
| 10 ჩინური იუანი | 3.8525 ლარი; | -6.09 თეთრი; |
| 100 იაპონური იენი | 1.8521 ლარი; | -2.52 თეთრი; |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6635 ლარი; | -0.97 თეთრი; |




























