1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3012 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულებამ 3.3012 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3035 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0. 0023 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი ლართან მიმართებაში 4.0156 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 4.0428 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0272 ლარი შეადგინა.




























