მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა - 18-22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ეროვნული ბანკი

გასული სამუშაო კვირის - 18-22 ნოემბრის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, კლებამ 0.73 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7384 ლარი გახდა. სანაცვლოდ კი ლარი 3.25 თეთრით გამყარდა ევროსთან, რომლის ღირებულებამაც 2.8548 ლარი შეადგინა.

თავის მხრივ, ევროსთან მიმართებით ლარის გამყარება მნიშვნელოვანწილად თავად ევროს გაუფასურებით არის განპირობებული, რადგანაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ევროს ღირებულება იკლებს, ბოლო ერთ კვირაში კი ევროს ფასი 1.06 დოლარიდან 1.04 აშშ დოლარამდე შემცირდა. ანალოგიურად ლარი გამყარდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, თუმცა თავად GBP გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებით. კვირის დასაწყისში ერთი ფუნტი 1.26 დოლარი ღირდა, ხოლო ახლა 1.25 დოლარი ღირს. შესაბამისად, აღნიშნული გამყარება არა თავად ლარის გამყარებით, არამედ გირვანქა სტერლინგის გაუფასურებით არის განპირობებული.

რაც შეეხება ქვეყნის ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, იქამდე სანამ ნოემბერი არ დასრულდება მიმდინარე თვის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ გამოქვეყნდება, ხოლო რაც შეეხება გასული თვის შედეგებს, ცნობილია რომ ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი წლიურად 39%-ით გაიზარდა და მან 682 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 5.6%-ით 1.43 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ფულად გზავნილებს მისი მოცულობა 281 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 1.5%-ით ნაკლები იყო. ამ დროისთვის სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა.

როგორ შეიცვალა ლარის გაცვლითი კურსი 18-22 ნოემბრის სამუშაო კვირაში:

ვალუტა ლარი ცვლილება გასულ კვირაში (თეთრებში)
აშშ დოლარი 2.7384 -0.73
ევრო 2.8548 +3.25
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.4293 +3.32
თურქული ლირა 0.0792 +0.01
100 რუსული რუბლი 2.6619 +7.48
აზერბაიჯანული მანათი 1.6107 -0.45
1000 სომხური დრამი 7.0327 -0.83
100 იაპონური იენი 1.7741 -1.52
10 ჩინური იუანი 3.779 -0.02
10 უკრაინული გრივნა 0.6627 -0.01

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები