მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი
03.09.24 17:04
5730
სტატიაში საუბარია:

3 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.10 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6906 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9699 ლარი გახდა.

0.27 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5298 ლარი გახდა.

ლარი ლირასთან მიმართებით 0.01 თეთრით გაუფასურდა და თურქული ლირას კურსმა 7.92 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები