19 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი ეროვნული ვალუტა გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.45 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1076 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.58 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6592 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 5.14 თეთრით შემცირდა და 4.2596 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 20 ივლისიდან შევა ძალაში.
2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.




























