მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან მიმართებით 8.8 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი - 11 თეთრით

622b4874d8983
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.22 17:02
1517
11 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 8.8 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2308 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 11.2 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5487 ლარი გახდა.

13.66-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.2278 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.88 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 21.58 თეთრი გახდა.

ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის და სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდებისთვის სავალუტო აუქციონი განახორციელა და $39.6 მილიონი გაყიდა. აუქციონზე გასაყიდად $50 მილიონი დოლარი იყო გამოტანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები