გასულ სამუშაო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.19 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7315 ლარს შეადგენს, ევროსთან კი ლარი 1.99 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.1401 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 0.78 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.6937 ლარი გახდა.
არსებული მდგომარეობით უახლესი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ცნობილია ასახავს აპრილის შედეგებს. კერძოდ, გამოქვეყნებულია მაისის თვის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები. გასულ თვეში ექსპორტმა 580 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.8%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა კი 1.3 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 5%-ით არის შემცირებული.
მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 208 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. გასულ თვეში სავალუტო რეზერვების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა გახდა, სტატისტიკის მიხედვით გასულ თვეში სებ-მა 266 მილიონი დოლარი შეისყიდა. ამასთან, მარტში შესყიდვა 102 მილიონი დოლარის ტოლი იყო.
| ვალუტა | გაცვლითი კურსი ლარებში | გამყარება/გაუფასურება თეთრებში |
| 1 დოლარი | 2.7296 | 0.19 |
| 1 ევრო | 3.1401 | -1.99 |
| 1 გირვანქა სტერლინგი | 3.6937 | 0.78 |
| 1 ლირა | 0.0692 | 0.04 |
| 100 რუსული რუბლი | 3.4174 | 2.49 |
| 1000 სომხური დრამი | 7.1169 | 0.18 |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6051 | 0.15 |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6584 | 0.13 |
| 100 იაპონური იენი | 1.892 | 0.41 |
| 10 ჩინური იუანი | 3.7998 | 0.35 |




























