მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

დოლარი
04.01.24 17:18
7891

4 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.20 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6869 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.58 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9390 ლარი გახდა.

2.09 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4156 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 9.03 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები