26 ნოემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.07 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7421 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.69 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8841 ლარი გახდა.
0.16 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4515 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.91 თეთრი შეადგინა.