მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ვალუტის კურსი
11.08.25 17:04
7374

11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.6948 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.14 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1381 ლარი გახდა.

0.38 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6261 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.62 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები