9 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.08 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.31 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.014 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.16 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5354 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 5.63 თეთრი შეადგინა.




























