მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - კვირის შედეგები

ყალბი ფული

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში აშშ დოლართან ლარის გამყარებამ 1.34 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.6807 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 1.75 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 3.1782 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ასევე 0.60-თეთრიანი გაუფასურება დადგა (კურსი 3.6508 ლარი). ასევე, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, აზერბაიჯანულ მანათთან, რუსულ რუბლთან და სომხურ დრამთან.

ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ამ დროისთვის ცნობილია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, 2026 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი 19%-ით, 480 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი წლიურად 34%-ით, 1.17 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ასევე ცნობილია რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები 141 მილიონი დოლარით, 6.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, მათ სები და საქსტატი ეტაპობრივად შემდგომ კვირაში გამოაქვეყნებენ.

გასული კვირის განმავლობაში ლარის კურსის ცვლილება:

ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.6807 1.34
1 ევრო 3.1782 -1.75
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6508 -0.60
1 თურქული ლირა 0.0613 0.08
100 რუსული რუბლი 3.4683 8.03
1000 სომხური დრამი 7.0946 1.85
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5767 0.8
10 ჩინური იუანი 3.8805 -1.21
100 იაპონური იენი 1.746 -4.35
10 უკრაინული გრივნა 0.6215 0.27

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები