მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

62d55a0aca2ba
BM.GE
18.07.22 17:00
612
18 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.56 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8348 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 1.24 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8782 ლარი გახდა.

1.83-თეთრიანი გაუფასურებაა  ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.3955 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.17 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 16.19 თეთრი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები