მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

63ff4f150a0f5
BM.GE
01.03.23 17:10
9069
1 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.69 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6127 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.32 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7823 ლარი გახდა.

2.77 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1397 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 13.83 თეთრი ლარი შეადგინა.