მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

642589478d48a
BM.GE
30.03.23 17:03
6530
30 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.51 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.11 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7862 ლარი გახდა.

0.42 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1624 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 13.36 თეთრი ლარი შეადგინა.