20 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.30 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5140 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.45 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7581 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 12.97 თეთრი შეადგინა. გირვანქა სტერლინგის ღირებულება 3.1284 ლარს შეადგენს.