29 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.23 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6773 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.93 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8963 ლარი გახდა.
0.48 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4002 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.82 თეთრი შეადგინა.




























