მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

63e24d3de7d72
BM.GE
07.02.23 17:02
778
7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6459 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.68 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8364 ლარი გახდა.

0.32 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1746 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 14.05 თეთრი ლარი შეადგინა.