მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

60eef110403a5
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.21 18:14
827
14 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.  კურსის ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1430 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.17 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7084 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.80 თეთრით გაიზარდა და 4.3603 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 15 ივლისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები