მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

61852c098a1c5
BM.GE
05.11.21 17:02
661
5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.06 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1637 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.22 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6490 ლარი გახდა. 6.25-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.2488 ლარი გახდა. 

27 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გაცვლით კურსთან დაკავშირებით, კერძოდ, თურქული ლირის გაუფასურების შესახებ განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ლირას გაუფასურების ნეგატიურ ეფექტს რუბლის და მანათის სიმყარე აბალანსებენ. 

“თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და რა თქმა უნდა ყოველთვის მნიშვნელობა აქვს რა ხდება მის ვალუტასთან დაკავშირებით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ასეთ ანალიზს ვაკეთებთ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ ერთ ფაქტორს, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ის. სამწუხაროდ, ხშირად კონტექსტში არ ხდება ხოლმე გაანალიზება საკითხების. არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც სხვა ფაქტორები აბალანსებს გავლენას ლარზე, ან კიდევ სიტუაციები, როდესაც ვერ აბალანსებს.

თუკი დღეს არსებულ სიტუაციას შევხედავთ, ლირას გაუფასურება ჩვენი სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გამყარებით ბალანსდება. მართლაც ჩვენ რომ შევხედოთ ლარის ეფექტურ გაცვლით კურსს, ანუ ის რასაც ვამბობთ, რომ ყოველთვის ეფექტურ კურსს უნდა ვუყუროთ და არა მის კურსს მხოლოდ ერთ ვალუტასთან და ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც ასახავს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან კურსს, ბოლო თვეების განმავლობაში არის სტაბილური, რადგანაც სწორედ სხვა ქვეყნების ვალუტების ამყარებამ დააბალანსა ლირის გაუფასურება.

როდესაც სექტემბრიდან ლირამ გაუფასურება დაიწყო, ლირასთან მიმართებით ლარი გამყარდა 11%-ით, ხოლო ამავე პერიოდში ლარი გაუფასურდა რუსულ რუბლთან 6.7%-ით და მოგეხსენებათ ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასები არის ძალიან მაღალი, ეს აზერბაიჯანისთვისაც ძალიან კარგი იქნება და ყაზახეთისთვისაც. უკრაინული გრივნა არის 2.9%-ით გამყარებული, ჩინური იუანი 2.3%-ით და აშშ დოლარი 1%-ით. ასე რომ ჯამში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი სტაბილურია და აქედან შეიძლება ახსნა ზოგადად ლარის სტაბილურობის,” - განმარტავს კობა გვენეტაძე.

ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 6 ნოემბრიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები