28 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.46 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7055 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.11 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8789 ლარი გახდა.
0.58 თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2634 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.46 თეთრი შეადგინა.