მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან მიმართებით კიდევ გამყარდა, 1 დოლარი 3.05 ლარი ღირს

61f7deee68584
შოთა ტყეშელაშვილი
31.01.22 17:04
955
31 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0518 ლარს შეადგენს. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივლისში იყო.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.1 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4104 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის მარტში იყო.

1.7-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1028 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.31 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 22.71 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 თებერვლიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები