მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი ელისონის ქონება წელს $148 მილიარდით შემცირდა

oracle

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Oracle-ის თანადამფუძნებლის, ლარი ელისონის ქონება ერთ წელიწადში $148 მილიარდით შემცირდა და $171 მილიარდი შეადგინა. მილიარდერის ზარალი ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ვარდნას უკავშირდება, რომელიც უკვე 60%-ით არის შემცირებული.

ამ კოლოსალური დანაკარგის მიუხედავად, ლარი ელისონი მაინც რჩება Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში მე-9 ადგილზე და ამჟამინდელი ქონების შეფასებით ის მე-10 ადგილზე მყოფ უორენ ბაფეტს უსწრებს.

Oracle-ის აქციების შემცირება პირდაპირ კავშირშია ჭარბვალიანობასთან და საოპერაციო რისკებს დაგროვებასთან. AI-ის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიას სულ უფრო მეტი მოცულობის ობლიგაციების და აქციების გამოშვება უწევს, რაც მის მიმართ ინვესტორების ინტერესს ამცირებს.

მიუხედავად ამჟამინდელი სირთულეებისა, თუ კომპანია მოახერხებს მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას, მაშინ ის AI-რევოლუციის ერთ-ერთი უმთავრესი ბენეფიციარი გახდება, რაც, წესით, ელისონის ქონების შეფასებაზე დადებითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები