მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი ევროსთან და დოლართან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

დოლარი ფული

გასული კვირის 2-7 სექტემბრის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მცირედით გაუფასურდა როგორც ევროსთან, ასევე აშშ დოლართან მიმართებით, ჯერ-ჯერობით სტატისტიკის მხრივ უცნობია რა იწვევს აღნიშნულ ცვლილებებს, რადგანაც უმეტესი სტატისტიკური მონაცემები რაც მიმდინარე მოვლენებს ასახავს არ გამოქვეყნებულა.

აგვისტოში კი სავარაუდოდ ლარის გამყარების მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოში გაზრდილი ტურისტული შემოდინება იყო, თუმცა, ოფიციალურად ტურიზმის სტატისტიკა თვიურ ჭრილში ცნობილი აღარ ხდება და ის მხოლოდ კვარტლის (მესამე კვარტალის) დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება, ეს კი ნიშნავს, რომ უცნობია რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს აგვისტოში. რაც შეეხება ექსპორტს, აგვისტოს ექსპორტის სტატისტიკა ცნობილი გახდება 15 სექტემბერს, იქამდე კი უცნობია რა მოცულობის საქონელი გაიტანა საქართველომ გასული თვის განმავლობაში ექსპორტზე.

ლარის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ასე ნაწილდება:

აშშ დოლარი - 2.6935 ლარი, გაუფასურება 0.24 თეთრი;
ევრო - 2.9925 ლარი, გაუფასურება 1.16 თეთრი;
გირვანქა სტერლინგი - 3.5487 ლარი, გაუფასურება 0.04 თეთრი;
100 რუსული რუბლი - 2.9961 ლარი, გაუფასურება 4.06 თეთრი;
1 თურქული ლირა - 7.92 თეთრი, გაუფასურება 0.02 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა - 0.657 ლარი, გაუფასურება 0.16 თეთრი;
1000 სომხური დრამი - 6.9465 ლარი, გაუფასურება 0.41 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი - 1.5838 ლარი, გაუფასურება 0.15 თეთრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები